1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უარი უთხრან წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) გათვალისწინებული ნებართვების გაცემაზე და დროებით ან მუდმივ საფუძველზე გააუქმონ, შეაჩერონ ან გარკვეული პირობებით შეზღუდონ ამგვარი ნებართვები:
a) იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ავიასაწარმო არის და რჩება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეთა ძირითად მფლობელობაში და მათი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ;
b) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლებით განსაზღვრულ დებულებებს; და
c) იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმო ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებსაც, საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებაში, როგორც წესი, იყენებს ის ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც მიიღო საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებ