ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
1. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში, 1944 წლის დეკემბერის მეშვიდე დღეს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართსა და შესწორებას, თუ ეს შესწორება ან დანართი ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის ან რატიფიცირებულია მათ მიერ.
2. ტერმინი „საავიაციო ორგანო“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის შემთხვევაში – სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების, ხოლო ორივე შემთხვევაში – ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია.
3. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად დანიშნულ ავიასაწარმოს.
4. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის საფასურს და ამ საფასურის გამოყენების პირობებს, მათ შორის, სააგენტოსა და სხვა დამატებით მომსახურებათა საფასურსა და პირობებს, საფოსტო გადაზიდვის საფასურისა და პირობების გარდა.
5. ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში გააჩნია კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა.
6. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით გაჩერება“ გააჩნია კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები.
7. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებსა და მათში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.
8. ტერმინი „განრიგი“ ნიშნავს ხაზების ექსპლუატაციისთვის დადგენილი მარშრუტების განრიგს, რომელიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და მის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეთანხმებულია ამ შეთანხმების მე-17 მუხლის (კონსულტაციების და შესწორებები) შესაბამისად.
9. ტერმინი „ტევადობა“ „საჰაერო ხომალდთან“ მიმართებაში ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის დასაშვებ დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე.
10. ტერმინი „სათადარიგო ნაწილები“ ნიშნავს საჰაერო ხომალდში, მათ შორის ძრავებში, სარემონტოდ ან ჩასანაცვლებლად განკუთვნილ საგნებს.
11. ტერმინი „საბორტო მოწყობილობები“ ნიშნავს საგნებს, გარდა საბორტო მარაგებისა და სათადარიგო ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილია ფრენის დროს საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად, მათ შორის, პირველადი დახმარებისა და სამაშველო მოწყობილობებს.
12. ტერმინი „აღჭურვილობა და აეროპორტის გადასახადები“ ნიშნავს ავიასაწარმოსთვის დაწესებულ გადასახადს საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების აეროპორტითა და სანავიგაციო საშუალებებით, მათ შორის, შესაბამისი მომსახურებებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფისთვის.
13. ტერმინი „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო ხომალდის მეშვეობით მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, სამოქალაქო გადაყვანა/გადაზიდვას, ანაზღაურების საფასურად ან ქირით.
14. ტერმინი „ადგილობრივი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა პუნქტი იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
15. ტერმინი „საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს ტერიტორია.
16. ტერმინი „ინტერმოდალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, საჰაერო ხომალდისა და ერთი ან რამდენიმე მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებით სამოქალაქო გადაყვანას/გადაზიდვას, ანაზღაურების საფასურად ან ქირით.
17. ტერმინი „ICAO“ ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
18. ტერმინი „ზიარი კოდის გამოყენება“ ნიშნავს ორ ან რამდენიმე დანიშნულ ავიასაწარმოს შორის ერთობლივ მარკეტინგულ შეთანხმებას საქმიანობის განსახორციელებლა