1. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების  გაგზავნის საფუძველზე, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.

2. საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებისა და დანიშნული ავიასაწარმოს განაცხადის მიღებისთანავე, რომელიც წარდგენილია ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, უმოკლეს პროცედურულ ვადებში, გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვას, თუ:

a) ავიასაწარმო არის და რჩება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეთა ძირითად მფლობელობაში და მათი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ;

b) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე აკმაყოფილებს მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლებით განსაზღვრულ დებულებებს; და

c) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებსაც, საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებაში, როგორც წესი, იყენებს ის ხელშემკვრელი მხარე,  რომელმაც მიიღო საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებ