1. თითოეული ხელისშემკვრელი მხარე, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, ნაცვალდეგის პრინციპის საფუძველზე მეორე ხელისშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს გაათავისუფლებს საბაჟო მოსაკრებლების, გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან, რომლებიც არ არის დამოკიდებული საჰაერო ხომალდის ჩასვლისას უზრუნველყოფილი მომსახურების ღირებულებაზე, და რომლებიც წესდება საწვავზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, სახარჯ ტექნიკურ მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების, საჰაერო ხომალდის საბორტო მოწყობილობების, საბორტო მარაგების ჩათვლით, და ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებზეც აღნიშნულია ავიასაწარმოს ემბლემა, როგორიცაა ბარგის იარლიყები, ავიაბილეთები, საჰაერო ზედნადებები, ჩასხდომის ბარათები და ტერიტორიაზე შემოტანილი განრიგები, რომლებიც ექვემდებარება გამოყენებას ან გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისა და მომსახურებისათვის.
2. პირველი პუნქტის შესაბამისად გადასახადებისგანგათავისუფლება ასევე ვრცელდება:
a) საბორტო მარაგზე, რომელიც ატანილ იქნა ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აეროპორტის საზღვრებში, და ამ ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ დადგენილ ფარგლებში, და რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას გამფრენი რეისის ბორტზე გამოყენებისთვის;
b) სათადარიგო ნაწილებზე, რომლებიც შეტანილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აეროპორტის საზღვრებში, და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან რემონტისთვის;
c) საწვავ და საპოხ მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გამფრენი რეისის მოსამარაგებლად, მაშინაც კი, თუ ეს მასალები ექვემდებარება გამოყენებას მარშრუტის იმ მონაკვეთში, რომელიც იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ზემოთა, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა.
3. საბორტო მოწყობილობა, აგრეთვე მასალები და მარაგები, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ორგანოების ნებართვით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარჩეს ზემოაღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მათ რეექსპორტამდე ან საბაჟო წესების შესაბამისად სხვაგვარად განკარგვამდ