1. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდების ნავიგაციასა და ექსპლუატაციაზე პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ყოფნისას და ტერიტორიიდან გასვლისას.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის  შესვლას, ყოფნას ან გასვლას, როგორიცაა შესვლასთან, გასვლასთან, ემიგრაციასთან, იმიგრაციასთან, საბაჟო და სავალუტო ოპერაციებთან, ჯანდაცვასა და კარანტინთან დაკავშირებული ფორმალობები, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდების მიერ გადაყვანილ/გადაზიდულ მგზავრებზე, ეკიპაჟზე, ტვირთსა და ფოსტაზე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდში.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მოთხოვნის საფუძველზე,  მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიაწვდის ამ მუხლში მითითებული შესაბამისი  შიდასახელმწიფოებრივი კანონების ასლებს.

4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი კანონების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან შედარები