1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც  აწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარე აერონავიგაციურ საშუალებებთან, ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და დაცვას, იმ პერიოდისთვის კონვენციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება აღნიშნული დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც მიიჩნევა აუცილებლად ICAO-ს სტანდარტების შესრულების მიზნით, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს ცამეტი (13) დღის განმავლობაში ან შეთანხმებულ ვადაში.

2. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, ან ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც არ ფლობს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ამ შეთანხმების დანიშვნის დებულებების შესაბამისად და რომელიც, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გამოიყენება საჰაერო მიმოსვლის გაგანხორციელების მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ან მესამე მხარის სახელმწიფოს კუთვნილ სხვა ავიასაწარმოსთან ლიზინგის ხელშეკრულების მეშვეობით, უნდა დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას.  კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, ამ შემოწმების მიზანია შესაბამისი საჰაერო ხომალდის დოკუმენტაციის, მისი ეკიპაჟის ლიცენზიების  ნამდვილობისა და იმის შემოწმება შეესაბამება თუ არა საჰაერო ხომალდის მოწყობილობებისა და  საჰაერო ხომალდის მდგომარეობა იმ დროისათვის კონვენციის შესაბამისად დადგენილ სტანდარტებს, იმ პირობით, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფუძლო შეყოვნებას.

3. როდესაც გადაუდებელი მოქმედება აუცილებელია საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ნებართვა.

4. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს  მე-3 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეწყდეს, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ზომის მიღების საფუძველ