1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, ორივე ხელშემკვრელი მხარე ან მათი საავიაციო ორგანოები დროდადრო ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმებისა და მისი დანართების დებულებათა  განხორციელებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულების შეცვლას, მას შეუძლია კონსულტაციების მოთხოვნით მიმართოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს მოთხოვნის თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღეს, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ამგვარი ცვლილების ამოქმედების შესახებ.

3. ცვლილებები, რომლებიც შეეხება მხოლოდ (A) დანართისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებს, შეიძლება შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს შორის. ამგვარი ცვლილებები ძალაში შევა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოების მიერ მათი დამტკიცებისთანავ