1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ანიჭებს უფლებას დაკავდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლებისა და მასთან დაკავშრებული პროდუქტების გაყიდვითა და მარკეტინგით თავის ტერიტორიაზე (პირდაპირ, ან აგენტების, ან სხვა შუამავლების მეშვეობით – ავიასაწარმოს არჩევისამებრ), მათ შორის ქსელური და არაქსელური ოფისების დაფუძნების უფლებას.

2. თითოეულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს გადაყვანა-გადაზიდვის  მომსახურება ამ ტერიტორიის ვალუტაში, ან საკუთარი შეხედულებისამებრ, სხვა ქვეყნების თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებში, და ნებისმიერ პირს შეუძლია შეიძინოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება აღნიშნული ავიასაწარმოსთვის  მისაღებ ვალუტებშ