დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია:
მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, რომლებიც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს თავისი მენეჯერებისგან, ტექნიკოსებისგან და სხვა სპეციალისტებისგან შემდგარი პერსონალი, რომელსაც ეს ავიასაწარმო აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურების განსახორციელებლად;
ისარგებლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურებითა და პერსონალით;
გახსნას წარმომადგენლობები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; და
დაკავდეს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურებისა და დამხმარე მომსახურებების გაყიდვითა და რეკლამირებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, პირდაპირ ან ავიასაწარმოს მიერ დანიშნული აგენტების ან სხვა შუამავლების მეშვეობით. ავიასაწარმოს შეუძლია გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს ტრანსპორტირების მომსახურება და დამხმარე მომსახურებები ადგილობრივი ვალუტით ან თავისუფლად კონვერტირებადი ნებისმიერი სხვა ვალუტი