მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც შეიძლება თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ ან ორგანომ დააკისროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს, იქნება სამართლიანი, გონივრული, და არა არასამართლიანად დისკრიმინაციული, ამასთან, ის თანაბრად გადანაწილდება მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლის გადასახდელი მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ შეიძლება დაეკისროს იმაზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე მომხმარებლის გადასახდელი დადგენის მომენტში არსებობს ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსთვის.

მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი შეიძლება ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს, პირველი ხელშემკვრელი მხარის იმ კომპეტენტური უწყებების ან ორგანოების მიერ გაწეულ მთლიან ხარჯს, რომლებიც უზრუნველყოფენ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის ფარგლებში სათანადო და არა გადაჭარბებული, მომსახურებების გაწევას და აეროპორტის მოწყობილობებით, ნავიგაციური საშუალებებით, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას. აღნიშნული გადასახადი/გადასახადები შეიძლება მოიცავდეს  კაპიტალიდან უკუგების გონივრულ ოდენობას. მომხმარებლის გადასახდელი დაბეგრილი მომსახურებებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ეფექტიანად და რენტაბელურად.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება უზრუნველყოს კონსულტაციების გამართვა თავის ტერიტორიაზე მოქმედ კომპეტენტურ უწყებებს ან ორგანოებსა და შესაბამისი მომსახურებებითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფილ საავიაციო საწარმოებს შორის და ინფორმაციის გაცვლას კომპეტენტურ  უწყებებს ან ორგანოებსა და ავიასაწარმოებს შორის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ მუხლის (1) და (2) პუნქტების შესაბამისად დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი საფუძვლიანობის ზუსტი შეფასება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება უზრუნველყოს, რომ კომპეტენტურმა  უწყებებმა  მომხმარებლებს აცნობონ მომხმარებლის გადასახდელი  შეთავაზებული ნებისმიერი შესაძლო ცვლილების შესახებ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი შეხედულებები აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე.

არცერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე მუხლის დებულებათა დარღვევისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ის გონივრულ ვადებში არ განიხილავს ან არ უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჩივრის საფუძველზე სადავოდ გამოცხადებული მომხმარებლის გადასახდელი, ან ქმედების დამოუკიდებელ განხილვას; ან

ამგვარი განხილვის შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ გადადგამს ყველა ნაბიჯს,    წინამდებარე მუხლის დარღვევით გადახდილი ნებისმიერი მომხმარებლის გადასახდელი ანაზღაურების ან ქმედების გამოსწორების მიზნი