თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოიშობა რაიმე დავა წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან ეს დავა გადაჭრან პირველ რიგში მოლაპარაკებათა გზით.
თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შესძლებენ დავის გადაწყვეტას მოლაპარაკებათა გზით, სადავო საკითხი განსახილველად შეიძლება გადაეცეს იმ პირს ან ორგანოს, რომელზეც ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან, ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, სამი არბიტრისგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელიც შემდეგი წესით დაკომპლექტდება:
არბიტრაჟთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს თითო არბიტრს. მესამე არბიტრად, მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით, დაინიშნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს ტრიბუნალის თავმჯდომარის მოვალეობას;
თუ დანიშვნა არ განხორციელდა ზემოთ მითითებულ ვადებში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა მან განახორციელოს დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ თავმჯდომარე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-თავმჯდომარე. თუ ვიცე-თავმჯდომარე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს საერთაშორისო სასამართლოს ის წევრი, რომელიც ვიცე-თავმჯდომარის შემდეგ რანგით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია და არ არის არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
გარდა ამ მუხლის შემდგომი პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ტრიბუნალი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად თავად განსაზღვრავს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და საპროცედურო წესებს. ტრიბუნალის განკარგულებით, ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ტრიბუნალის სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ჩატარდება სხდომა საარბიტრაჟო წესით განსახილველი საკითხებისა და კონკრეტული პროცედურების განსაზღვრის მიზნით.
თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ან თუ ტრიბუნალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს ტრიბუნალის სრულად დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს თავისი პასუხი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მემორანდუმის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში. ტრიბუნალი გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი შეხედულებისამებრ, პასუხის გაცემის ვადის დადგომიდან 30 დღის განმავლობაში.
ტრიბუნალი შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში, ან თუ საქმის მოსმენა არ ჩატარებულა, ორივე პასუხის წარდგენის დღიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. განმარტება გაიცემა ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.
ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისათვის.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. ტრიბუნალის სხვა ხარჯები, მათ შორის, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გაწევს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარე ან წევრი ამ მუხლის (2)(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეთა შორი