წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 2010 წლის 18 ნოემბერს, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ შეთანხმება.
რის დასტურადაც, წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ორ დედნად, ქ. ლონდონში, 2023 წლის 26 იანვარს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)
დანართი
მარშრუტების განრიგი
ნაწილი 1
მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას გაერთიანებული სამეფოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ:
პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ
შენიშვნა:
შუალედური პუნქტები ან პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოტოვებულ იქნეს, თუ რეისი იწყება ან მთავრდება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე.
მგზავრების ნაკადი (მათ შორის, შუალედურ პუნქტებში მყოფ მგზავრთა ყველა ნაკადი) შეიძლება აყვანილ იქნეს შუალედურ პუნქტში მათი საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზნით, ან შეიძლება აყვანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მათი საზღვრებს გარეთ პუნქტში გადაყვანის მიზნით და პირიქით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ორგანოებს შორის პერიოდულად და ერთობლივად განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისად.
ნაწილი 2
მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ:
პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ
შენიშვნა:
შუალედური პუნქტები ან პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოტოვებულ იქნეს, თუ რეისი იწყება ან მთავრდება საქართველოს ტერიტორიაზე.
მგზავრების ნაკადი (მათ შორის, შუალედურ პუნქტებში მყოფ მგზავრთა ყველა ნაკადი) შეიძლება აყვანილ იქნეს შუალედურ პუნქტში მათი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზნით ან შეიძლება აყვანილ იქნეს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მათი საზღვრებს გარეთ პუნქტში გადაყვანის მიზნით და პირიქით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ორგანოებს შორის პერიოდულად და ერთობლივად განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისა