თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის  (კონსულტაციები) შესაბამისად.

წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 24(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

ამ შეთანხმების მე-2 მუხლის („ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება“) შეუზღუდავად,  იმ შემთხვევაში, თუ ძალაში შევა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ზოგადი ხასიათის მრავალმხრივი კონვენცია, რომელსაც მიიღებენ მხარეები, აღნიშნული კონვენციის დებულებებს ექნება უპირატესი ძალა. ნებისმიერი დისკუსია იმის განსასაზღვრად, თუ რა მოცულობით უნდა იქნეს გამოყენებული მრავალმხრივი კონვენციის დებულებები წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის, სხვა შეთანხმებით ჩანაცვლების, მოქმედების შეჩერების, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანის მიზნით, გაიმართება წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის (კონსულტაციები) შესაბამისა