ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ გარემოს დაცვის საჭიროებას ავიაციის მდგრადი განვითარების გზით.
გარემოსდაცვითი ზომების განსაზღვრის შემდეგ უნდა შესრულდეს ICAO-ს მიერ მიღებული სტანდარტები ავიაციის ზემოქმედებისგან გარემოს დაცვის შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩიკაგოს კონვენციის დანართების სახით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც არსებობს ინფორმაცია მათ შორის შეუსაბამობების შესახებ.
წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ზღუდავდეს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა უფლებას მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა გარემოზე საავიაციო მომსახურებათა ზემოქმედების პრევენციის ან სხვაგვარად რეგულირების მიზნით, იმ პირობით თუ ამგვარი ზომები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს და ისინი ტარდება მოქალაქეობის ნიშნით რაიმე დისკრიმინაციის გარეშ