თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას ისარგებლოს ნებისმიერი კომპანიისგან, მათ შორის, სხვა ავიასაწარმოებისგან ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდით (ან საჰაერო ხომალდითა და ეკიპაჟით) იმ პირობით, თუ მას ამგვარ საფუძველზე საჰაერო ხომალდის გამოყენების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსგან.
ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად, ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენების მიზნით, დანიშნული ავიასაწარმოები ვალდებული არიან შეასრულონ იმ კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული პირობები, რომლებითაც ხელშემკვრელი მხარეები, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციისა