ხელშემკვრელი მხარეები ყველა საბაჟო გადასახადის, აქციზისა და მსგავსი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან გაათავისუფლებენ:

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდებს; და

ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ შემდეგ ნივთებს:

სარემონტო, ტექნიკური მომსახურებისა და საწვავგასამართი აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები;

მგზავრთა მომსახურების აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები;

ჩატვირთვის აპარატურა და შემადგენელი კომპონენტები;

დაცვის აპარატურა, შემადგენელი კომპონენტების ჩათვლით, მათი დაცვის აპარატურაში ჩამონტაჟების მიზნით;

სასწავლო მასალები და ტრენინგის სახელმძღვანელოები;

ავიასაწარმოებისა და კომპანიების დოკუმენტები; და

ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ, ან ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიწოდებულ  შემდეგ ნივთებს:

საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, (მათ შორის, და არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი და თამბაქო) იმისდა მიუხედავად, ისინი შეტანილ იქნა, თუ ბორტზე იქნა ატანილი  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

საწვავი,  საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგი;

სათადარიგო ნაწილები, ძრავების ჩათვლით; და

ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ კომპიუტერულ აპარატურას და შემადგენელ კომპონენტებს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზნით:

საჰაერო ხომალდის რემონტი, ტექნიკური მომსახურება  ან საწვავით გამართვა;

მგზავრთა მომსახურება აეროპორტში ან საჰაერო ხომალდის ბორტზე;

საჰაერო ხომალდში ტვირთის ჩატვირთვა, ან საჰაერო ხომალდიდან ტვირთის გადმოტვირთვა;

უსაფრთხოების თვალსაზრისით მგზავრების ან ტვირთის შემოწმება;

იმ პირობით, თუ (b)-(d) ქვეპუნქტების შემთხვევაში, ისინი გამიზნულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში გამოყენებისთვის, დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების დაწყებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით.

საბაჟო გადასახადის, აქციზისა და მსგავსი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება არ გავრცელდება გადასახდელებზე, რომლებიც წესდება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული  ავიასაწარმოსთვის ან ავიასაწარმოებისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებათა ხარჯების გათვალისწინებით.

ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული აპარატურა და  მარაგები შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობას ან კონტროლს.

წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლება ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან  გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გადაცემასთან დაკავშირებით, იმ პირობით, თუ ეს სხვა ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები ანალოგიურად სარგებლობენ გადასახადებისგან გათავისუფლები