თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ უფლებებს:

უფლებას, განახორციელოს მის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;

უფლებას, განახორციელოს დაჯდომა არაკომერციული მიზნებით მის ტერიტორიაზე.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს  ანიჭებს უფლებებს, საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციის მიზნებისთვის, იმ მარშრუტებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმებისთვის თანდართული განრიგის შესაბამის სექციაში. აღნიშნული ავიახაზები და მარშრუტები შემდგომში  მოხსენიებულ იქნება, როგორც „შეთანხმებული ავიახაზები“ და ,,დადგენილი მარშრუტები“. დადგენილი მარშრუტით შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას, ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, ან ავიასაწარმოები, ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული უფლებების გარდა, ისარგებლებენ უფლებით განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის იმ პუნქტებში, რომლებიც განსაზღვრულია შეთანხმების მარშრუტების განრიგში,  აიყვანოს მგზავრები ბორტზე ან/და გადმოსხას, ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) ჩატვირთვის ან  გადმოტვირთვის მიზნით.

თუ შეიარაღებული კონფლიქტის, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების, ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ შეუძლია ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტად ექსპლუატაციას მარშრუტების დროებითი გადაჯგუფების  მეშვეობი