ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს შეუძლიათ, კონკურენციის მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან გააფორმონ შეთანხმებები ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ, იმ პირობით, თუ:
თითოეულ რეისს, რომელიც ტრანსპორტირების მომსახურების შემადგენელი ნაწილია და რომლის მიმართაც ვრცელდება ზემოაღნიშნული შეთანხმებები, ასრულებს ის ავიასაწარმო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული რეისი; და
თითოეული ბილეთის გაყიდვის მომენტში მყიდველს ეცნობება, თუ რომელი ავიასაწარმო უზრუნველყოფს ავიახაზის თითოეული სექტორის ექსპლუატაცია