1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მიღების ან მიწოდების ყოველ ახალ პუნქტს ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა მიანიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. საიდენტიფიკაციო კოდები გამოყენებული უნდა იყოს შესაბამის პუნქტებთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეებს შორის კომუნიკაციის დროს, შესაბამის პუნქტებზე მითითების მიზნით