1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამხმარე მომსახურებები ექსკლუზიურად უნდა შესთავაზოს ხარჯეფექტიანად, გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატს შეუძლია შესთავაზოს დამხმარე მომსახურებები, თუ ეს მომსახურებები:
ა) არ წარმოადგენს ძირითად მომსახურებას და არ ანაზღაურდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფით;
ბ) ემყარება ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პირობებს;
გ) არ არის დამყარებული სისტემით მოსარგებლეების ან სხვა მხარეების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე,მათი თანხმობის გარეშე.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დამხმარე მომსახურებების მიწოდებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება შესაბამისი მომსახურების მიმღები პირის მიერ.
4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამხმარე მომსახურებები უნდა შესთავაზოს მათი სახეების და საფასურის (ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის) კომისიასთან შეთანხმების პირობით. ამავდროულად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია თითოეულ დამხმარე მომსახურებასთან დაკავშირებით დაუსაბუთოს კომისიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ყველა დამხმარე მომსახურების (რომელიც მოიცავს აგრეთვე სხვის საკუთრებაში არსებული მიწოდების და მიღების პუნქტის ოპერირებას) ჩამონათვალი და შესაბამისი საფასურები ან მეთოდოლოგია მათ გასაანგარიშებლა