1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს მიწოდების ვირტუალურ პუნქტში გააერთიანოს მიწოდების ორი ან მეტი პუნქტი. მიწოდების ვირტუალური პუნქტის მაქსიმალური ტექნიკური სიმძლავრე არის მისი შემადგენელი მიწოდების პუნქტების შესაბამისი მაჩვენებლების ჯამი. მიწოდების ვირტუალური პუნქტების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები, რაც ამ წესებით დადგენილია ინდივიდუალური მიწოდების პუნქტების მიმართ.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიასთან შეათანხმოს თითოეული ვირტუალური მიწოდების პუნქტის შექმნა ან არსებულის ცვლილება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მისი შემადგენელი მიწოდების პუნქტების ცვლილები