1. პირი უფლებამოსილია განახორციელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება, თუ იგი რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის წესის შესაბამისად.
2. ემიტენტი ვალდებულია იმოქმედოს სამართლიანად და კეთილსინდისიერად, რათა არ შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი, ემსახუროს მის ინტერესებს და შეინარჩუნოს ბაზრის მთლიანობა. ემიტენტმა უნდა გამოიყენოს მკაფიო და გამჭვირვალე ფორმულირება ყველა კომუნიკაციასა და საჯარო განცხადებებში, სამართლიანად მოეპყროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ყველა მფლობელს და დაიცვას საბაზრო პრაქტიკის ეთიკა.
3. ემიტენტს უნდა გააჩნდეს სათანადო უნარები, შესაძლებლობები და რესურსები სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების გამართული, ეფექტური და ეფექტიანი პროცესებისთვის.
4. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა კომუნიკაცია და განცხადება იყოს მკაფიო, ლაკონური, ეფექტური და შეიცავდეს ყველა ინფორმაციას, რაც აუცილებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების ან/და პოტენციური მფლობელებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.
5. ემიტენტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული და სხვა შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
6. ემიტენტს უნდა გააჩნდეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მათ შორის, სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით.
7. სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსებული სარეზერვო აქტივები შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და სრულად ფარავს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივების ნომინალურ ღირებულებას (100%-იანი უზრუნველყოფა