1. პირველადი შეთავაზების განხორციელებამდე ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს შეთავაზების დოკუმენტი და შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან რეგისტრაციის წესით განსაზღვრული პროცესების შესაბამისად. შეთავაზების დოკუმენტს უნდა დაერთოს წესის დანართი №3-ის შესაბამისად შევსებული საოპერაციო რისკების ფორმა.
2. შეთავაზების დოკუმენტი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ:
ა.ა) დასახელება, კომერციული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, სათავო ოფისის მისამართი (საკონტაქტო მისამართი), საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ვებგვერდის მისამართი/მისამართები;
ა.ბ) ეროვნული ბანკის მიერ ემიტენტის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის განკარგულების ნომერი და თარიღი;
ა.გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/მფლობელების შესახებ ინფორმაცია;
ა.დ) ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების ვინაობა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები და ფუნქციები;
ა.ე) ბოლო 3 (სამი) წლის ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლები. თუ ემიტენტი 3 (სამი) წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას, მაშინ იგი უფლებამოსილია, წარადგინოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები;
ა.ვ) მმართველობითი სტრუქტურის დეტალური აღწერა;
ა.ზ) ინფორმაცია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების გარდა იმ ვირტუალური აქტივის მომსახურებ(ებ)ის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ემიტენტი, მათ შორის, სხვა ტიპის ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
ა.თ) დეტალური ინფორმაცია (მათ შორის, დასახელება, მისამართები, ვებგვერდი, საკონტაქტო ინფორმაცია, და ასე შემდეგ) იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაში. აღნიშნული მათ შორის მოიცავს, სავაჭრო პლატფორმებს, შუამავლებს, გარე აუდიტორებს, იურიდიული კუთხით მრჩეველ/კონსულტანტებს და სხვა;
ა.ი) დეტალური ინფორმაცია ყველა იმ განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაფუძნებული პლატფორმების შესახებ, რომელზეც მოხდება სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება. ამასთან, ინფორმაცია ემიტენტის კავშირზე ყველა ზემოაღნიშნულ სუბიექტთან;
ა.კ) ვებგვერდის მისამართი, სადაც შეთავაზების დოკუმენტი საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი;
ა.ლ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ.
ბ) ინფორმაციას სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ:
ბ.ა) სტაბილური ვირტუალური აქტივის დასახელება, აღმნიშვნელი სიმბოლო/აბრევიატურა, კოდი ან/და სხვა მსგავსი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება;
ბ.ბ) სტაბილური ვირტუალური აქტივის მახასიათებლების აღწერა, მათ შორის ვალუტა, რომელზეც იქნება მიბმული სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულება;
ბ.გ) სტაბილური ვირტუალური აქტივის სამიზნე ბაზრის აღწერა, მათ შორის, მფლობელების ტიპებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა;
ბ.დ) ინფორმაცია ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის ფლობისთვის ან/და შესანახად, მათ შორის, ინფორმაცია საფულეების შესახებ, რომლებთანაც სტაბილური ვირტუალური აქტივი იქნება თავსებადი;
ბ.ე) სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა, გამოშვების გრაფიკი და ხელმისაწვდომობა, ასევე, ინფორმაცია სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.ვ) ინფორმაცია სტაბილურ ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის გამოსყიდვის პირობები.
გ) უსაფრთხოების ზომებს: განაცხადი, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივი სულ მცირე 100%-ით სარეზერვო აქტივებით არის უზრუნველყოფილი; ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეზერვო აქტივები სეგრეგირებულია ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან; ასევე, ინფორმაცია სარეზერვო აქტივების შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
დ) გაცხადებულ რისკებს: ძირითადი რისკების (საბაზრო, ლიკვიდობის, საოპერაციო, კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიური და რეგულატორული) მკაფიო აღწერა და გამაფრთხილებელი განცხადებები, რისკების დოკუმენტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) შესაბამისობას და რისკის მართვას: სტაბილურ ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული რისკების ტიპების და მათი მართვის მექანიზმების, რეზერვების მართვის და ლიკვიდურობის კონტროლის სისტემის, ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების, კიბერუსაფრთხოების, მიმდინარე ტრანზაქციების მონიტორინგის მიმოხილვას და რისკების მართვის სხვა საკითხებს;
ვ) ტექნოლოგიურ არქიტექტურას: პროტოკოლის და პლატფორმების აღწერა, „სასიცოცხლო ციკლის ნაკადები“ (lifecycle flow), „ცხელი” (software) და „ცივი“ საფულეების გამოყენება, კოდირების და მონაცემთა უსაფრთხოების ზომები;
ზ) დავების განხილვას: საჩივრების წარდგენის და დამუშავების პროცედურების აღწერა და ნებისმიერი დავის გადაწყვეტის მექანიზმი ან სამართლებრივი დაცვის პროცედურა, რომელიც დადგენილია ემიტენტის მიერ;
თ) გამაფრთხილებელ განცხადებებს და განმარტებებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
თ.ა) ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზების დოკუმენტის შეთანხმება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული ეროვნული ბანკის რეკომენდაციად. შეთავაზების დოკუმენტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზების დოკუმენტის შეთანხმება შეეხება შეთავაზების დოკუმენტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის შესახებ;
თ.ბ) ემიტენტი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, თუმცა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სტაბილური ვირტუალური აქტივის ხარისხის ან ემიტენტის გადახდისუნარიანობის დადასტურებას;
თ.გ) მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს შეთავაზების დოკუმენტის სრულ ტექსტს გადაწყვეტილების მიღებამდე;
თ.დ) გამოშვება ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტში აღნიშნულ სტაბილურ ვირტუალურ აქტივს და არ წარმოადგენს სხვა სტაბილური ვირტუალური აქტივის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებას.
ი) სხვა საკითხებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. შეთავაზების დოკუმენტში ინფორმაცია უნდა იყოს მიუკერძოებელი, ნათელი და გასაგები ფორმით ჩამოყალიბებული. დოკუმენტის ჩანაწერმა არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში.
4. შეთავაზების დოკუმენტი უნდა გამოქვეყნდეს ემიტენტის ვებგვერდზე, ადვილად წასაკითხი შრიფტით, ქართულ ენაზე. შეთავაზების დოკუმენტის ქართულ ენაზე გამოქვეყნების მოთხოვნა არ ზღუდავს შეთავაზების დოკუმენტის სხვა ენებზე გამოქვეყნებას. თუ ქართულ და სხვა ენებზე გამოქვეყნებულ შეთავაზების დოკუმენტებს შორის არის შეუსაბამობა ან მათი ინტერპრეტაცია შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელობით, მაშინ უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს.
5. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს შეთავაზების დოკუმენტის სიზუსტე და სისრულე ნებისმიერ დროს. ემიტენტმა, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს შეთავაზების დოკუმენტში ნებისმიერი საჭირო ცვლილების შეტანა ან განახლებული დოკუმენტის გამოქვეყნება რაიმე ცვლილების შემთხვევაში.
6. შეთავაზების დოკუმენტის ნებისმიერი განახლების შემთხვევაში ემიტენტმა ნათლად უნდა მიუთითოს შეთავაზების დოკუმენტის განახლების თარიღი და უზრუნველყოს, რომ ყველა წინა ვერსია ადვილად ხელმისაწვდომი იყოს იმავე ფორმატით და ადგილას, სადაც ისინი თავდაპირველად გამოქვეყნდა. შეთავაზების დოკუმენტის ყველა ვერსიის ჩანაწერები უნდა ინახებოდეს სულ მცირე 8 (რვა) წლის განმავლობაში, სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმოქცევიდან ამოღების დღიდა