1. ემიტენტი ვალდებულია, აწარმოოს სანდო, სრული, შეუფერხებელი და რეგულარული ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ასახავს ემიტენტის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ყველა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებასა და რეზერვების მართვას.

2. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება უნდა განხორციელდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების  საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) შესაბამისად.

3. ემიტენტი ვალდებულია:

ა) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში;

ბ) ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისას დაიცვას საოპერაციო რისკების მართვის მოთხოვნები, მათ შორის, ოთხი თვალის პრინციპი;

გ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც ოპერაციის შინაარსი და დრო, ისე შემსრულებელი;

დ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე (ხელშეკრულება, ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა);

ე) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა.

4. ემიტენტი ვალდებულია ბუღალტრული და ფინანსური ჩანაწერების შენახვა უზრუნველყოს არანაკლებ 10 (ათი) წლის ვადით და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ეროვნულ ბანკ