1. ემიტენტი უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია წერილობით ან/და ზეპირად, მათ შორის, სხვადასხვა სახის საინფორმაციო საშუალებებით, სარეკლამო მიზნებისთვის. რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2. რეკლამის ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს შეთავაზების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას.
3. რეკლამა არ უნდა გასაჯაროვდეს შეთავაზების დოკუმენტის გამოქვეყნებამდე.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს რეკლამისთვის გამოყენებული ნებისმიერი დოკუმენტის ან განცხადების წარდგენა, ამ წესითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დააწესოს სხვა მოთხოვნები სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული რეკლამის შესახე