ემიტენტი ვალდებულია დაიცვას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის:
ა) დაიცვას რეგისტრაციის წესით, მათ შორის, მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) დანერგოს ისეთი ტექნიკური ან/და ოპერაციული მექანიზმები და პოლიტიკა/პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ემიტენტის მიერ მომსახურების შეჩერებას და სხვა სააღსრულებო ღონისძიებების საკუთარი სქემის ფარგლებში შესრულება