1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, ფულად ჯარიმა).

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ამ წესის შესაბამისად გაცემული თანხმობა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ:

ა) დარღვეულია ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები სარეზერვო აქტივების ან/და კაპიტალის მიმართ;

ბ) პირველადი შეთავაზება განხორციელდა ამ წესის დარღვევით;

გ) ეროვნულ ბანკში წარდგენილია ცრუ ან/და არასრული ინფორმაცია;

დ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს მოსთხოვოს ოპერაციების როგორც სრული შეჩერება/შეზღუდვა, ასევე მხოლოდ კონკრეტულ აქტივ(ებ)თან ან/და პირ(ებ)თან მიმართებით დაუწესოს აღნიშნული შეზღუდვ