1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს ამ წესის ამოქმედების შემდგომ განხორციელებულ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე. (მათ შორის, გამოშვებაზე).

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ახორციელებდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებას ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ამ წესის ამოქმედებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, გააგრძელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება (მათ შორის, გამოშვება) კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი გეგმავს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (მათ შორის, გამოშვების) შეწყვეტას, იგი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, ამ წესის ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს აღნიშნულ პირს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (მათ შორის, გამოშვების) შეწყვეტამდე, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობ