1. ემიტენტი ვალდებულია:
ა) იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიონალურად – მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) მომსახურების დაწყებამდე გაუზიაროს მომხმარებელს სტაბილური ვირტუალური აქტივით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები;
გ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება გამოქვეყნებას ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებით;
დ) აწარმოოს მომხმარებელთა საჩივრების აღრიცხვა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. ემიტენტს უნდა გააჩნდეს ვებგვერდი, სადაც უნდა გამოაქვეყნოს გაწეული მომსახურების ტარიფები, შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშგებები და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
3. ემიტენტის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის, სარეკლამო მიზნებისთვის) უნდა იყოს დამაჯერებელი, ნათელი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
4. ემიტენტი ვალდებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გასაწევი მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა;
ბ) მომხმარებლის მიერ წარსადგენი რეკვიზიტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა მომხმარებლის დავალების სათანადოდ შესასრულებლად;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო;
დ) მომხმარებლის მიერ ემიტენტისთვის გადასახდელი ყველა სახის საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;
ე) ემიტენტის მიერ დადგენილი დავალების მიღების დროის შუალედი და დროის ის მომენტი, რომლის შემდეგაც ემიტენტი წყვეტს მომხმარებლისგან დავალების მიღებას, თუ ემიტენტის მიერ ასეთი დრო დადგენილია. ასევე დროის ის მომენტი, რის შემდგომაც მიღებული დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად;
ვ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ;
ზ) მომხმარებლისა და ემიტენტის უფლება/მოვალეობები მომსახურების მიღების/გაწევის პროცესში, ასევე ორივე მხარის ვალდებულება საეჭვო ან თაღლითური ოპერაციების გამოვლენის შემთხვევაში;
თ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და არასანქცირებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ;
ი) ემიტენტის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. თუ მომხმარებლის დავალების შესრულებაში მონაწილეობს მესამე პირი, ემიტენტი ასევე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია აღნიშნული პირის მიერ საკომისიოს შესაძლო დაკავების შესახე