1. ემიტენტი ვალდებულია, უზრუნველყოს სარეზერვო აქტივების რეგულარული კვარტალური შემოწმება დამოუკიდებელი კვალიფიციური გარე აუდიტორის მეშვეობით. შემოწმების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო აქტივების შემადგენლობის და საბაზრო ღირებულების შესახებ, ასევე, ინფორმაციას გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივების ნომინალური ღირებულების და სარეზერვო აქტივების მოცულობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ემიტენტის მიერ ყოველკვარტალურად, მის ვებგვერდზე. ანგარიშში ნებისმიერი არსებითი შეუსაბამობა ან ხარვეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს და გამოსწორდეს ემიტენტის მიერ.
3. ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, ანგარიშგება ეროვნულ ბანკს წარუდგინოს.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიში უნდა ასახავდეს რეზერვების მდგომარეობას საანგარიშო პერიოდის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.
5. ემიტენტი ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს დამოუკიდებელი კვალიფიციური გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივლისამდე ეროვნულ ბანკს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს.
6. სარეზერვო აქტივების და წლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) მიხედვით და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.
7. ემიტენტი ვალდებულია შეთავაზების დოკუმენტთან ერთად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვალიფიციური, დამოუკიდებელი უახლესი აუდიტორული დასკვნა, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან/და შეღწევადობის ტესტირების ანგარიშში დაფიქსირებული იქნება კრიტიკული ან/და მაღალი რისკის შემცველი სისუსტე, ეროვნული ბანკი არ გასცემს თანხმობას, აგრეთვე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ამ წესის შესაბამისად გაცემული თანხმობა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე.
8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს მოთხოვოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა რისკზე დაფუძნებული მიდგომით.
9. 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე მეტი სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების განთავსების შემთხვევაში (უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში), ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აუდიტორული შეფასებები, წესის დანართი №2-ით განსაზღვრული აუდიტორული ფირმების მეშვეობით განახორციელო