1. თუ ემიტენტის სარეზერვო აქტივის ჯამური ღირებულება მეტია ან ტოლი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე, მაშინ მისი საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნას დამატებული, ემიტენტის სარეზერვო აქტივების ბოლო 6 (ექვსი) თვის საშუალო დღიური  ღირებულების არანაკლებ 2%, მაგრამ არაუმეტეს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი.

2. უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში.

3. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებიდან უნდა დაიქვითოს:

ა) აქტივების გადაფასების რეზერვი;

ბ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულებ