1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების და მის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებულ წესებსა და მოთხოვნებს, მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
2. წესის მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე ჩარჩოს ჩამოყალიბება.
3. წესის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ განახორციელონ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება.
4. დაუშვებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
5. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად ეროვნული ბანკის მიერ და სურვილი აქვს საქართველოში განახორციელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ (შემდგომში – რეგისტრაციის წესი) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
6. ამ წესის მიზნებისთვის, სტაბილური ვირტუალური აქტივი არის ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვირტუალური აქტივი, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილური ღირებულების შენარჩუნება