1. ემიტენტის კაპიტალი არის მისი საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, მისი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო.

2. ემიტენტის კაპიტალის მიზანია:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ინვესტორთა ფულადი სახსრების საიმედოობა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ემიტენტის საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები, რათა ემიტენტის ფინანსური დანაკარგების, ზარალისა და გადახდისუუნარობის შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე და სექტორის სხვა წარმომადგენლებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა;

ბ) მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების უზრუნველყოფა;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს ემიტენტის ფინანსური  სიძლიერე, გადახდისუნარიანობა, საიმედოობა და მდგრადობა.

3. ემიტენტის  ფინანსური სიძლიერის, გადახდისუნარიანობის, საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების ძირითადი კომპონენტია კაპიტალის ადეკვატურობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ემიტენტის კაპიტალის არსსა და მიზნებ