1. თუ საკრედიტო შეფასება არსებობს კონკრეტულ ინსტრუმენტთა კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება რისკის პოზიციის ერთეული, აღნიშნული საკრედიტო შეფასება უნდა იქნას გამოყენებული მოცემული ერთეულისათვის რისკის წონის მინიჭებისას.

2. როდესაც არ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, ამასთან, არსებობს იმ ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, რომელთაც არ მიეკუთვნება მოცემული ერთეული ან არსებობს ემიტენტის ზოგადი საკრედიტო შეფასება, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ზემოთხსნებული არსებული საკრედიტო შეფასებებიდან ის, რომელიც უფრო მაღალ რისკის წონას იძლევა.  ამასთან, შეფასება, რომელიც უფრო დაბალ რისკის წონას იძლევა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთვევაში თუ მოცემული რისკის პოზიცია  მოთხოვნის უფლების რიგითობით უპირატესია, ვიდრე მოცემული შეფასებული ინსტრუმენტი ან შეფასებული ემიტენტის არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციები.

3. ერთ კორპორატიულ ჯგუფში მყოფი ემიტენტის საკრედიტო შეფასება არ უნდა იქნას გამოყენებული ამავე ჯგუფში შემავალი სხვა ემიტენტების საკრედიტო შეფასება