1. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი არის ტრანზაქციის განხორციელებამდე კონტრაგენტის დეფოლტის რისკი.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაითვალისწინება კონტრაგენტთან დაკავშირებული მხოლოდ ის რისკები, რომელსაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტები (ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური ხელშეკრულებებით წარმოშობილი გარესაბალანსო ვალდებულებები).

3. თუ საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულების ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს, იგი არ გაითვალისწინება  რისკის მიხედვით შეწონვის მიზნებისათვის.

4. საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება ამ დებულების N1 დანართის მე–7 ცხრილის მიხედვით.

თავი XVIIსაკრედიტო რისკის მიტიგაცია