1. ამ დებულების მე–15–მე–17 მუხლების მიზნებისთვის საბალანსო ელემენტების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებების აღიარებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი მაშინაც კი, როდესაც კონტრაგენტი მხარე გადახდისუუნარო ან გაკოტრებულია;
ბ) კომერციულ ბანკს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს დაადგინოს ის აქტივები და ვალდებულებები, რომლებზეც ვრცელდება საბალანსო ელემენტების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები;
გ) კომერციულმა ბანკმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს და გააკონტროლოს კრედიტის უზრუნველყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკები;
დ) კომერციულმა ბანკმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს და გააკონტროლოს შესაბამისი რისკის პოზიციები წმინდა ღირებულებით.
2. ფინანსური უზრუნველყოფისა და ოქროს აღიარებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
ა) დაბალი კორელაცია: მსესხებლის საკრედიტო ხარისხსა და უზრუნველყოფის ღირებულებას შორის არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. მსესხებლის ან მის ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები არ ჩაითვლება ფინანსურ უზრუნველყოფად;
ბ)სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს სახელშეკრულებო და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, რათა მოხდეს უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობა. კომერციულ ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი კვლევა, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობას შესაბამის იურისდიქციაში. საჭიროების შემთვევაში, მან ხელახლა უნდა ჩაატაროს მსგავსი კვლევა აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით;
გ) საოპერაციო მოთხოვნები: უზრუნველყოფის ხელშეკრულებები უნდა იყოს სათანადოდ დოკუმენტირებული უზრუნველყოფის დროული რეალიზაციისათვის ნათელი და მკაფიო პროცედურებით. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშავონ უზრუნველყოფის გამოყენებით წარმოშობილი რისკების კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, მათ შორის, კრედიტის უზრუნველყოფის შემცირების ან საერთოდ გაუქმების რისკები, მისი ღირებულების შეფასების რისკები, კრედიტის უზრუნველყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკები, უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად წარმოშობილი კონცენტრაციის რისკები და უნდა განსაზღვრონ მათი დამოკიდებულება კომერციული ბანკის რისკის პროფილთან. კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ნებადართული სახეებისა და თანხების შესახებ დოკუმენტირებული პოლიტიკა და პროცედურები. კომერციულმა ბანკმა უნდა დაითვალოს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულება და მოახდინოს მისი გადაფასება მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ და, ასევე, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. როდესაც უზრუნველყოფის საგანს ფლობს მესამე მხარე, კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფის საგანი განცალკავებული იქნას საკუთარი აქტივებისგან.
დ) სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს აღიარებისთვის, კომერციულმა ბანკებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად უნდა შეიმუშავონ სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს ღირებულების ადეკვატურად შეფასებისა და დისკონტირების პოლიტიკა და პროცედურები. სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს უზრუნველყოფად აღიარებისათვის აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის;
ე)ამ მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებთან ერთად ფინანსური უზრუნველყოფის აღიარებისათვის უზრუნველყოფის დარჩენილი ვადა უნდა იყოს სულ მცირე მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი.
3. მინიმალური მოთხოვნები სხვა დაფინანსებული საკრედიტო უზრუნველყოფის აღიარებისთვის: ამ დებულების 58–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირობების გამოყენებისთვის ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მსესხებლის მოთხოვნა მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის მიმართ საჯაროდ დაგირავებულია გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ ან დათმობილია მისთვის და გირაო ან მოთხოვნის დათმობა არის სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი;
ბ) მესამე მხარედ წარმოდგენილ კომერციულ ბანკს ეცნობა გირაოს ან მოთხოვნის დათმობის შესახებ;
გ) მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის მიერ გადახდების მხოლოდ გამსესხებელი კომერციული ბანკისათვის განხორციელება ან სხვა მხარისათვის მოცემული გამსესხებელი კომერციული ბანკის თანხმობით;
დ) გირაო ან მოთხოვნის დათმობა უპირობო და შეუქცევადი