1. ფინანსური უზრუნველყოფის მარტივი მეთოდი:
ა) მარტივი მეთოდის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ უზრუნველყოფის შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის შესაბამისად.
ბ) ამ მეთოდით ნებადართული ფინანსური უზრუნველყოფა განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულების თანხით ამ დებულების 55–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
გ) მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფილია ნებადართული უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებით, მიენიჭება რისკის ის წონა, რაც მიენიჭებოდა ამ დებულების IV თავით იმ შემთხვევაში თუ გამსესხებელს რისკის პოზიცია ექნებოდა თავად უზრუნველყოფის ინსტრუმენტის მიმართ, სულ მცირე 20%–ის ოდენობით გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. რისკის პოზიციის დარჩენილი ნაწილი კი უნდა შეიწონოს რისკის პოზიციის იმ კლასის მიხედვით, რომელსაც იგი მიეკუთვნება ამ დებულების IV თავის შესაბამისად.
დ) შესაძლებელია 0% რისკის წონის მინიჭება, თუ:
დ.ა) რისკის პოზიცია და უზრუნველყოფა დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში; და
დ.ბ) უზრუნველყოფა წარმოადგენს დეპოზიტზე განთავსებულ ფულად სახსრებს ან ფულთან გათანაბრებულ სხვა ინსტრუმენტს;
დ.გ) უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულება დადისკონტებულია 20%–ით და წარმოადგენს:
დ.გ.ა) იმ ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით უნდა შეიწონოს 0%-ით;
დ.გ.ბ) იმ რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები აღნიშნულ იურისდიქციებში ცენტრალური მთავრობების მიმართ;
დ.გ.გ) იმ მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%–ით;
დ.გ.დ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%–ით.
2. სხვა დაფინანსებული უზრუნველყოფა: ამ დებულების 55–ე მუხლის მე–3 პუნქტის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული კრედიტის უზრუნველყოფა შეიძლება ჩაითვალოს მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის გარანტიად.
3. სტანდარტული ოქროს ზოდის ექვივალენტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიცია უნდა შემცირდეს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების 50%–ი