1. ამ დებულების 54-ე–58-ე მუხლების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ამ დებულების VI თავით გასაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების ამავე მუხლისა და მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად.

2. ფინანსური უზრუნველყოფით საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლისათვის მიკრობანკები გამოიყენებენ ამ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკრედიტო რისკის მიტიგაციის მარტივ მეთოდს. ამ შემთხვევაში მსესხებლის რისკი ნაცვლდება უზრუნველყოფის რისკით რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის პროპორციულად (მინიმუმ 20% რისკის წონით და გამონაკლის შემთვევებში, 0%-ით). ნაწილობრივი უზრუნველყოფა დასაშვებია, ხოლო ვადების შეუთავსებლობა არ დაიშვება.

3. კრედიტის დაუფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ ნაწილს ენიჭება გარანტიის გამცემისგან (გარანტის) რისკის წონა, ხოლო არაუზრუნველყოფილ ნაწილს – პრინციპალის რისკის წონა. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში (ადგილი აქვს ვალუტის შეუთავსებლობას) მოხდება რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის შემცირებ