1. ამ დებულების მე-16 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების 57–ე – 59–ე მუხლების შესაბამისად.

2. რისკის პოზიციებიდან, რომლებზეც ვრცელდება საკრედიტო რისკის მიტიგაცია, არ შეიძლება მიღებული იქნას უფრო მაღალი რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიცია, ვიდრე მიიღებოდა  ამავე რისკის პოზიციაზე საკრედიტო რისკის მიტიგაციის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას უკვე გათვალისწინებულია  კრედიტის უზრუნველყოფა, აღნიშნული აღარ უნდა ჩაითვალოს საკრედიტო რისკის მიტიგაციად მოცემული თავის მიზნებისათვის.
თავი VI
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკი( I პილარი