1. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დასათვლელად უნდა მოხდეს ყველა რისკის პოზიციისთვის წონის მინიჭება ამ დებულების 32-ე–45-ე მუხლების შესაბამისად გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვა. რისკის წონის მინიჭება ხდება რისკის პოზიციის  კლასისა და კრედიტის ხარისხის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულების 32–ე- 45-ე მუხლებით. კრედიტის ხარისხი შეიძლება დადგინდეს საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასებაზე დაყრდნობით მე-13 -მე–16 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული რისკის წონის მისანიჭებლად რისკის პოზიციის ღირებულება უნდა გამრავლდეს ამ თავის მიხედვით განსაზღვრულ და მითითებულ რისკის წონაზე.

3. უზრუნველყოფილი  რისკის პოზიციის შემთხვევაში მისანიჭებელი წონა შეიძლება შეიცვალოს V თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვ