1. რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების №1 დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული კომერციული ბანკი/მიკრობანკი.
3. მოკლევადიან რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების №1 დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული კომერციული ბანკი/მიკრობანკი.
5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით.
6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმნის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის.
7. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონ