1. რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, საცალო კლიენტების მიმართ უპირობო და პირობითი მოთხოვნების კლასში მიკუთვნებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) რისკის პოზიცია უნდა იყოს ფიზიკური პირის/პირების ან მცირე/საშუალო ბიზნესის მიმართ;
ბ) რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნებოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის რისკის პოზიციებს, რისკის პოზიცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე ერთი მხარის მიმართ არ უნდა აჭარბებდეს საცალო მოთხოვნების კლასის 0.2%-ს და ასეთი რისკის პოზიციებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც არსებითად ამცირებს გასესხებასთან დაკავშირებულ რისკებს;
გ) მოვალე მხარის (რომელშიც იგულისხმება ურთიერდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი) მიმართ რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უპირობო ან პირობითი მოთხოვნების გამოკლებით, არ უნდა აჭარბებდეს 1,000,000 ლარს. მიკრობანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად;
დ) ფასიანი ქაღალდები არ უნდა მიეკუთვნოს საცალო რისკის პოზიციების კლასს.
3. ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ მიკრობანკში და მიკრობანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;
ბ) მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს მიკრობანკის სასარგებლოდ ან მიკრობანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;
გ) სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;
დ) სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისა