1. ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის კლასიფიკაცია წარმოებს სამი კატეგორიის მიხედვით:

ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები;

ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები;

გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები.

2. საკრედიტო რისკის კატეგორიის დადგენა/მინიჭებისას:

ა) მიკრობანკმა ამომწურავად უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია საკრედიტო რისკის კატეგორიის დადგენისას როგორც ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი გაცემისას, ასევე ამ ფინანსური ინსტრუმენტის არსებობის განმავლობაში;

ბ) მიკრობანკის მიერ გამოყენებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ფაქტორებს, რომლებიც დამახასიათებელი და სპეციფიკურია მსესხებლისათვის და ითვალისწინებს ზოგად ეკონომიკურ პირობებს, როგორც მიმდინარე, ასევე პირობების საპროგნოზო დაშვებებზე დაყრდნობით;

გ) მიკრობანკს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა სხვადასხვა წყარო, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შიდა, ასევე გარე. მონაცემთა შესაძლო წყაროებში შედის საკრედიტო ზარალის შიდა ისტორიული გამოცდილება, შიდა შეფასებები, სხვა პირების საკრედიტო ზარალის გამოცდილება და გარე შეფასებები, ანგარიშები და სტატისტიკ