1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური  დონის კაპიტალი.

2. მიკრობანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე მიკრობანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 30-ე მუხლის შესაბამისად.

3. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან