1. კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური  დონის კაპიტალის ქონა.

2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მეთოდს, რომლის გამოყენება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის დათვლისათვის.

3. კომერციული ბანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 21-ე ან 22-ე მუხლის შესაბამისად.

4. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების   მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან.

5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშებისათვის ამ დებულების 22-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე დაუბრუნდეს ან დაიწყოს ამ დებულების 21-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენება.
თავი IX
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშების მეთოდები (I პილარი.