1. ყველა მიკრობანკი ვალდებულია, გააჩნდეს საზედამხედველო კაპიტალის ის ოდენობა, რომელიც ყოველთვის მეტი ან ტოლი იქნება  კაპიტალის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებზე:

ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 4.5%-ზე მეტი ან ტოლი;

ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 6%-ზე მეტი ან ტოლი;

გ) საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 8%-ზე მეტი ან ტოლი.

2. ძირითადი პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების დათვლისათვის გამოყენებული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს ამ დებულების VI-VIII თავებით განსაზღვრული საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამს.

3. ამ მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის მიკრობანკებმა უნდა ისარგებლონ ფასს-ის საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით.

4. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს შეუზღუდოს მიკრობანკს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ისეთი ინსტრუმენტების გამოშვება ან/და კაპიტალში ჩართვა, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, რათა ასეთი ინსტრუმენტების პორტფელი არ იყოს ზედმეტად გრანულარული