ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ზოგადი რეზერვი – სამომავლო, მიმდინარე მდგომარეობით დაუდგენელი დანაკარგების დასაფარად შექმნილი რეზერვი რისკის პოზიციების გარკვეული ჯგუფისათვის, რომელთა მიმართაც დამდგარი დანაკარგის შესახებ მიკრობანკს არ აქვს არანაირი მტკიცებულება. ზოგადი რეზერვი სრულად და თავისუფლად ხელმისაწვდომია, იმ დანაკარგების დასაფარად, რომელიც არ არის მატერიალიზებული და არ მოიცავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (შემდგომში – ფასს) 9-ის შესაბამისად შექმნილ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს;
ბ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – ფასს 9-ის შესაბამისად განმარტებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;
გ) სხვა სრული შემოსავალი – ფასს-ით განმარტებული სხვა სრული შემოსავალი;
დ) გაუნაწილებელი მოგება – ფასს-ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება;
ე) არამატერიალური აქტივები – ფასს-ით განმარტებული არამატერიალური აქტივები;
ვ) ძირითადი საშუალებები – ფასს-ით განმარტებული ძირითადი საშუალებები;
ზ) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი – ფასს-ით განმარტებული ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი;
თ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ;
ი) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით;
კ) კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მიკრობანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და მიკრობანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით;
ლ) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით;
მ) ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – მიკრობანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი;
ნ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი;
ო) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;
პ) საზედამხედველო კონსოლიდირება – რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კალკულაციაში საწარმოს აქტივების გათვალისწინება, რომელშიც მიკრობანკს განხორციელებული აქვს ინვესტიცია;
ჟ) რისკის პოზიცია – აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი;
რ) რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი რისკის პოზიციები – საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამი;
ს) კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა – კაპიტალის კონსერვაციისა და კონტრციკლურობის ბუფერების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძირითადი პირველადი კაპიტალი;
ტ) გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი;
უ) საჯარო ფასიანი ქაღალდები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული საჯარო ფასიანი ქაღალდები;
ფ) ფულადი გასაცემელი – კანონმდებლობით განსაზღვრული უვადო ფულადი გასაცემელი, მათ შორის, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებისმიერი სხვა გასაცემელი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. ფულად გასაცემელში არ შედის ფულადი სახის სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობა;
ქ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია მიკრობანკის მიერ მსესხებლის მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით;
ღ) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი.
თავი II
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საზედამხედველო კაპიტალი (პილარ