1. ძირითადი პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის უმთავრესი წყარო და უდრის ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.
2. ძირითადი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:
ა) ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც სრულად განაღდებულია და აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ კრიტერიუმებს;
ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით;
გ) აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი და სხვა რეზერვები;
დ) გაუნაწილებელი მოგება (ზარალი