1. მეორადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის დამატებითი წყარო და უდრის მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული მეორადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

2. მეორადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის  პირველადი კაპიტალის ნაწილი;

ბ) მეორად კაპიტალში შემავალი ინსტრუმენტების ემისიით მიღებული  დამატებითი სახსრები;

გ) ზოგადი რეზერვები, მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%-ის ოდენობი