1. მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

2. დამატებითი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი;

ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრებ